
"ქართული ოცნება" ამტკიცებს, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხთან დაკავშირებით, ოპოზიციასთან კონსულტაციებს არ აპირებს. როგორც მამუკა მდინარაძე ამბობს, "არავისთან ხვეწნას არ აპირებენ". მისი თქმით, მათი ვარაუდი გამართლდა და "პრეზიდენტს ოპოზიცია გადაეფარა". „იმპიჩმენტის აღსრულების ნაწილში აზრს ვერ ვხედავთ, მიგვაჩნია, რომ დღესაც შეუძლებელია 100 ხმის მობილიზება. ეს ჩვენი ვარაუდი იყო, მაგრამ ახლა უკვე მტკიცებულებებით გამყარდა. ყველა ამბობს, მხარს არ დავუჭერთო. პრაქტიკულად არ დარჩენილა პოლიტიკური ძალა, გარდა ერთისა - „ევროპელი სოციალისტებისა", რომელსაც 4-კაციანი შემადგენლობა ჰყავს და მასთან ერთად უმრავლესობას 88 ხმის მოგროვება შეუძლია. რასაც ვვარაუდობდით, ისე აღმოჩნდა - ყველა გადაეფარა კონსტიტუციის დარღვევაში. არ ვაპირებთ მათთან კონსულტაციას და ხვეწნას. მათ მკაფიოდ დააფიქსირეს მხარდაჭერა სალომე ზურაბიშვილის მიმართ, როდესაც ის არღვევს კონსტიტუციას",- განაცხადა მდინარაძემ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



