რეზონანსი
(02.09.2023)

დღეს, 2 სექტემბერს, ქობულეთის შემოვლით გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა. ერთმანეთს მსუბუქი ავტომანქანა და ტრაილერი შეეჯახა.

გარდაცვლილები თურქეთის მოქალაქეები არიან 25-38 წლის მამაკაცები. დაშავებულია ასევე თურქეთის ერთი და საქართველოს ერთი მოქალაქე ტრაილერის მძღოლი.

დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს. შემთხვევის გამო ქობულეთის შემოვლითი გზის ერთი მონაკვეთი (ქობულეთი-ჩაქვი) ამ დროისთვის გადაკეტილია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაწყებულია გამოძიება.

წყარო: „ბათუმელები"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე