
"დასაფასებელია როლი, რომელიც სალომე ზურაბიშვილმა შეასრულა საკანონმდებლო ზედამხედველობისა და შეწყალების უფლების გამოყენებით, რამაც ხელი შეუწყო დეპოლარიზაციას" - ევროპული საბჭო შარლ მიშელისა და სალომე ზურაბიშვილის შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
„პრეზიდენტი მიშელი საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ბრიუსელში 2023 წლის 1 სექტემბერს შეხვდა. ლიდერებმა ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობები განიხილეს ისევე, როგორც რეგიონში მიმდინარე უფრო ფართო მოვლენები და უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის შედეგი საქართველოსთვისა და სამხრეთ კავკასიისთვის. პრეზიდენტმა მიშელმა ხაზი გაუსვა ევროპული საბჭოს მიერ საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილებას, როგორც ისტორიულ შესაძლებლობას, რომელიც ხელიდან არ უნდა იქნას გაშვებული. მან გაიმეორა ევროკავშირის ერთგულება, მხარი დაუჭიროს საქართველოს თავის ევროპულ გზაზე. მან ასევე ხაზი გაუსვა ქვეყნის საჭიროებას კიდევ უფრო გააღრმაოს რეფორმები, განსაკუთრებით სამართლის, დეოლიგარქიზაციის, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისა და მედიაპლურალიზმის მიმართულებით, რომლებიც ახლა არსებითი მნიშვნელობისაა. დეპოლარიზაცია და ინკლუზიური პოლიტიკური კულტურის მშენებლობა ასევე პრიორიტეტული მნიშვნელობისაა.
პრეზიდენტი მიშელი ქებით შეხვდა საქართველოს პრეზიდენტის საქართველოს ევროპული პერსპექტივის პროგრესისადმი პირად ერთგულებას. განსაკუთრებით დაფასდა ევროკავშირი-საქართველოს დღის წესრიგზე მისი ძლიერი პოლიტიკური ფოკუსი და მისი როლი საკანონმდებლო განხილვებში, პიროვნების შეწყალების უფლების გამოყენებაში, რამაც ხელი შეუწყო დეპოლარიზაციას. პრეზიდენტმა მიშელმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროკავშირის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირი რჩება საქართველოს მდგრადობის გაზრდის ერთგული", - წერია ევროპული საბჭოს განცხადებაში.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



