რეზონანსი
(01.09.2023)

უკრაინის პრეზიდენტი სექტემბერში დაგეგმილ გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაში მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ ინფორმაცია გაერო-ში ალბანეთის წარმომადგენელმა, ფერიტ ხოჯამ გაავრცელა.
ალბანეთი სექტემბერში გაერო-ს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე იქნება.
მანამდე, ვრცელდებოდა ცნობა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი აპირებს გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე ჩასვლას, სადაც ის პირადად წარადგენს უკრაინის „მშვიდობის ფორმულას." როგორც უკრაინის პრეზიდენტის ოფისში თქვენს, ზელენსკი ნიუ იორკში ვიზიტის დროს ბევრ ორმხრივ შეხვედრასაც გამართავს.
უკრაინის საკითხზე გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომა 20 სექტემბერსაა დაგეგმილი.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



