რეზონანსი
(01.09.2023)

პოლონეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, მარიუშ კამინსკიმ განაცხადა, რომ ბელარუსის საზღვარზე სერიოზული ინციდენტების შემთხვევაში, პოლონეთი ბალტიისპირეთის ქვეყნებთან ერთად მზად არის სერიოზული ნაბიჯების გადადგმისთვის.
„ჩვენ ძალიან მკაფიო სიგნალივ გავუგზავნეთ [ოფიციალურ] მინსკს. ნებისმიერ პროვოკაციას პოლონეთის, ლატვიის ან ლიეტუვის საზღვარზე შორსმიმავალი შედეგები ექნება [ბელარუსის] რეჟიმისთვის. სიგნალი იყო ძლიერი და ცალსახა", - აღნიშნა პოლონეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა.
„თუ იქნება პროვოკაცია, თუ იქნება კრიტიკული ინციდენტი, მაშინვე დაიხურება ბელარუსის ყველა სასაზღვრო პუნქტი ევროპასთან, ევროკავშირთან", - დასძინა მარიუშ კამინსკიმ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



