რეზონანსი
(01.09.2023)

შოვში, მეწყერში მოყოლილი დავით ჯელაძე სოციალურ ქსელში მიმართვას აქვეყნებს. მისი მტკიცებით, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის მხარდამჭერობას სწამებენ, რის გამოც ის უკმაყოფილებას გამოთქვამს.
"თავიდან "ნაცობა" დამაბრალეს, შემდეგ "ქოცი" ხარო, შემდეგ რაღაც უაზრობა სტატია გამივრცელეს არ ვიცი რისი მიღწევა გინდათ ჩემით, მოკლედ ძაან დალაგებულ ქვეყანაში ვცხროვრობთ..." - წერს დავით ჯელაძე.
დავით ჯელაძე შოვში სტიქიას სასწაულებრივად გადაურჩა. მან ტალახის მასიდან მხრებზე შემოსმული გამოიყვანა თავისი პატარა დისშვილი.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


