რეზონანსი
(31.08.2023)

30 ათასი მელომანი საქართველოდან და მსოფლიოს რამდენიმე ქვეყნიდან მიხეილ მესხის სტადიონზე ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ამერიკული ჯგუფის, Imagine Dragons-ის კონცერტის დაწყებას ელოდება.

გრემისა და არაერთი პრესტიჟული ჯილდოს მფლობელი მუსიკოსები კონცერტზე თავის ყველაზე ცნობილ ჰიტებს შეასრულებენ. Imagine Dragons-ის კონცერტზე მოთხოვნა იმდენად მაღალი იყო რომ ყველა ბილეთი დადებიდან რამდენიმე საათში გაიყიდა. სცენასთან ადგილის დასაკავებლად მსმენელმა შეკრება კონცერტის დაწყებამდე 5 საათით ადრე დაიწყო, მათ გართობაზე კი თავად Imagine Dragons-ის მიერ შერჩეული ქართული ჯგუფი Killages ზრუნავდა. მესხის სახელობის სტადიონზე მიღებულია დაცვის უპრეცედენტო ზომები, ტერიტორიაზე მოსახვედრად კი რამდენიმე სპეციალური შესასვლელი მოეწყო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე