რეზონანსი
(31.08.2023)

პრეზიდენტი არ ატარებს იმ პოლიტიკას, რაც მას კონსტიტუციით აქვს განსაზღვრული, - ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, პრეზიდენტს ჰგონია, რომ მან დამოუკიდებლად უნდა მოიფიქროს რაღაც ვიზიტები. „პრეზიდენტს ჰგონია, რომ მან დამოუკიდებლად უნდა მოიფიქროს რაღაც ვიზიტები და შემდეგ მთავრობა, როგორც სამეურნეო მექანიზმი, უნდა დაეწიოს და უზრუნველყოს მისი ასე ვთქვათ, ეს ვოიაჟები. პრეზიდენტი არ ატარებს კონსტიტუციით მისთვის უფლებამოსილებით მინიჭებულ უფლებებს. პრეზიდენტი არ ატარებს იმ პოლიტიკას, რაც მას კონსტიტუციით აქვს განსაზღვრული", - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 31 აგვისტოს გერმანიაში გაემგზავრება. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, სალომე ზურაბიშვილი, ბერლინში, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტთან, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან გამართავს შეხვედრას. საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში დაგეგმილ ვიზიტთან დაკავშირებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას საქართველოს მთავრობა გამოეხმაურა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე