რეზონანსი
(31.08.2023)

ზოგიერთი გენიოსი გვასწავლის ჭკუას და გვეუბნება, რომ ქვეყანას ააშენებს თუკი აირჩევენ. ოღონდ თურმე, არ ირჩევენ იმიტომ, რომ ხალხი მის დონემდე ვერ ამაღლდა, - ამის შესახებ საგარეო პოლიტიკის ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე სოციალურ ქსელში წერს.

„ანეკდოტია ასეთი: ტიპმა დაწერა წიგნი სათაურით „როგორ გავხდეთ მილიონერი" და მერე ვერ გამოსცა იმიტომ რომ ფული არ ჰქონდა.

ძალიან მაგონებს ზოგიერთ გენიოსს ან აქ, ან ტელევიზორში (ან ორივეგან) რომ გვასწავლის ჭკუას და გვეუბნება, რომ ქვეყანას ააშენებს თუკი აირჩევენ. ოღონდ აი, თურმე, არ ირჩევენ იმიტომ, რომ ხალხი მის დონემდე ვერ ამაღლდა", - წერს თორნიკე შარაშენიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე