რეზონანსი
(31.08.2023)

„სტრატეგია აღმაშენებელი" ზოგადად არც არსებობდა, ყოფილი „ნაცმოძრაობა" იყო, მაგრამ ვერაფერს მოუტანდა გარდა იმისა, რომ, ალბათ, სავარაუდოდ, ვაშაძესა და შეიძლება, კიდევ ერთ პიროვნებას ჩასვამენ „ნაცმოძრაობის" სიაში, - ეს არის მთელი ანი და ბანი ამ პროცესის", - ამის შესახებ „ხალხის ძალის" ერთ-ერთმა ლიდერმა, გურამ მაჭარაშვილმა მედიასთან ინტერვიუში ისაუბრა.

მისი თქმით, „ნაცმოძრაობა" ფაქტობრივად უკვე დაშლილია და მის შეერთებაზე ლაპარაკი სრული აბსურდია. ამ პარტიაში მომხდარი შიდა დაპირისპირებები კი ბუნებრივი და სასარგებლო პროცესია საზოგადოებისთვის თვალის ასახელად.

„რაც „ნაცმოძრაობაში ხდება", ამას უკვე მისი მხარდამჭერებიც კი ვეღარ ხსნიან. ხდება ის, რაც ბუნებრივად უნდა მომხდარიყო. ეს პარტია პრაქტიკულად დაშლილია და ახლა რაღაც აღდგენაზე საუბრობენ, რაც, რა თქმა უნდა, გამორიცხულია. რაც შეეხება საკრებულოებს, მელიას მომხრეების დაპირისპირებას ხაბეიშვილის, თუ სააკაშვილის მომხრეებთან ბუნებრივი და კარგი პროცესია, რადგან ბოლოს და ბოლოს „ნაცმოძრაობის" მხარდამჭერებიც მიხვდებიან, რომ სხვა ნორმალურ ოპოზიციურ პარტიას დაუჭირონ მხარი და არა ამ ომის პარტიას.

„სტრატეგია აღმაშენებელი" ზოგადად არც არსებობდა, ყოფილი „ნაცმოძრაობა" იყო, მაგრამ ვერაფერს მოუტანდა გარდა იმისა, რომ, ალბათ, სავარაუდოდ, ვაშაძესა და შეიძლება, კიდევ ერთ პიროვნებას ჩასვამენ „ნაცმოძრაობის" სიაში, - ეს არის მთელი ანი და ბანი ამ პროცესის", - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე