
უკრაინის თავდაცვის მინისტრ ოლექსი რეზნიკოვს უახლოეს მომავალში თანამდებობიდან გაათავისუფლებენ, მის ადგილს კი სავარაუდოდ „სახელმწიფო ქონების ფონდის" ხელმძღვანელი რუსტემ უმეროვი დაიკავებს. ამის შესახებ „უკრაინსკაია პრავდა" საკუთარ წყაროებზე წერს. ინფორმაციას ადასტურებს რადას დეპუტატი იაროსლავ ჟელეზნიაკიც.
არსებული ინფორმაციით, პარლამენტი რეზნიკოვის გადადგომაზე მომდევნო კვირაში იმსჯელებს.
გამოცემის ცნობით, თავდაცვის მინისტრის თანამდებობა პრეზიდენტის კვოტაა, შესაბამისად, რადა მინისტრს ათავისუფლებს და ამტკიცებს პრეზიდენტის მხრიდან წარდგენის საფუძველზე. ახალი მინისტრის დანიშვნამდე მის მოვალეობას დროებით პირველი მოადგილე, გენერალ-ლეიტენანტი ოლექსანდრ პავლიუკი შეასრულებს.
„უკრაინსკაია პრავდას" წყაროების ინფორმაციით, რეზნიკოვი დიდ ბრიტანეთში ელჩად დაინიშნება, მას კი თავდაცვის უწყებაში რუსტემ უმეროვი შეცვლის.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



