რეზონანსი
(30.08.2023)

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ოქროს მედალოსანი და 100%-იანი გრანტის მფლობელი ახალგაზრდები დაჯილდოვდებიან - ამის შესახებ ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ მერიის სხდომაზე განაცხადა.
„მსურს კიდევ ერთხელ მივულოცო ყველა სტუდენტს ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყება. ჩვენ ვაგრძელებთ განათლების სტიმულირების პროექტებს და 7 სექტემბერს, შეკვეთილში წვერმაღალას პარკში ველოდებით ოქროს მედალოსან და ეროვნული გამოცდების შედეგად 100% გრანტის მფლობელ ახალგაზრდებსა და მათ პედაგოგებს, დაჯილდოვების ცერემონიაზე. ოქროს მედალოსანი 88 ახალგაზრდა დაჯილდოვდება 300 ლარით; ხოლო 100 % გრანტის მფლობელი ახალგარდები 3000 ლარით, აღმზრდელ სკოლებს გადაეცემათ 1500-1500 ლარი,"- განაცხადა მერმა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



