რეზონანსი
(30.08.2023)

როგორც კი წვიმამ გადაიღო, რამდენიმე წუთში ერთი გრამი წყალი არ იყო ასფალტის ზედაპირზე და მთლიანად დაცლილი იყო ის შეტბორილი არეალი, - ამის შესახებ თბილისის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

„​ძალიან ბევრი განცხადება მოვისმინეთ, თითქოს სანიაღვრე სისტემა არ მუშაობს დედაქალაქში. მინდა გითხრათ, რომ მიწისქვეშა კომუნიკაციების პრობლემა არის და ამას პირველები ვამბობთ ჩვენ. შემთხვევითი არ არის ის, რომ სადაც სარეაბილიტაციო სამუშაოებს ვაწარმოებთ, ყველგან ვცდილობთ პირველ რიგში მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწესრიგებას - საკანალიზაციო ქსელები, წყლის მილები, სანიაღვრე სისტემა, სადრენაჟე სისტემა და ა.შ. მაგალითად, მინდა გაჩვენოთ ვიდეო, კონკრეტულ ლოკაციაზე, სადაც ვიყავი, როგორ იყო სანიაღვრე ცხაურები დაფარული ნაგვით, რაც, რა თქმა უნდა, ხელს უშლიდა წყლის ჩადინებას სანიაღვრე სისტემაში. ასევე მინდა გაჩვენოთ, როგორ მუშაობდა სანიაღვრე სისტემა - როგორც კი წვიმამ გადაიღო, რამდენიმე წუთში ერთი გრამი წყალი არ იყო ასფალტის ზედაპირზე და მთლიანად დაცლილი იყო ის შეტბორილი არეალი", - აცხადებს კალაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე