რეზონანსი
(29.08.2023)

შოვში, სტიქიის შედეგად დაღუპული გვანცა ბუბაშვილი დღეს დაკრძალეს. სამოქალაქო პანაშვიდი ქაშვეთის ეკლესიაში გაიმართა.

გვანცა ბუბაშვილის ხსოვნას პატივი მიაგეს ახლობლებმა და სახელისუფლებო გუნდის წარმომადგენლებმა.

გვანცა ბუბაშვილი შოვში მეგობრებთან - სალომე ხეთაგურთან და ნინო კენჭაძესთან ერთად იმყოფებოდა.

რაჭაში, შოვში მჟავე წყლებთან მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. სტიქიის შედეგად გარდაცვლილი 31 მოქალაქის ცხედარია ნაპოვნი, მათგან 29 იდენტიფიცირებულია.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე