რუსმა ოკუპანტებმა სოფელ კირბალში ტაძრის კარი აჭედეს. მარიამობის დღესასწაულზე ეკლესიაში მისულებს ლოცვის საშუალება არ მისცეს. ეკლესიის კარი რკინის მასალით იყო ჩაკეტილი. მოსახლეობა უკიდურესად შეშფოთებულია. ეს უკვე მეორე სალოცავია, სადაც ადგილობრივებს ოკუპანტები შესვლის უფლებას არ აძლევენ.
სოფელი კირბალი საოკუპაციო გამყოფ ხაზს ესაზღვრება. წმინდა ლომისას ეკლესია, სოფლის მიმდებარე ტყე და საძოვრები რუსების მიერაა ოკუპირებული. ადგილობრივები ამბობენ, რომ მახლობელი სოფლების მოსახლეობას გასულ წლებში სალოცავში მისვლას უშლიდნენ. საოკუპაციო რეჟიმი ეკლესიაში სალოცავად გადასულ პირებს „საზღვრის“ დარღვევის ბრალდებით დაკავებით ემუქრებოდა.
„ერთი ამ ეკლესიაში ვახერხებდით შესვლას და აქაც პრობლემები გაგვიჩინეს. ამ ეკლესიის კარიც აგვიჭედეს და აქაც შესვლის ულებას არ გვაძლევენ. ამბობენ, რომ ეს ეკლესია მათ კონტორლირებად ტერიტორიაზეა და იქ არ უნდა შევიდეთ. ეს უკვე მეორე შემთხვევა, როცა რუსები ეკლესიაში არ გვიშვებენ.
„გორის მუნიციპალიტეტის სოფელი კირბალი საოკუპაციო გამყოფ ხაზს ესაზღვრება. სოფლის ეკლესია, მიმდებარე ტყე და საძოვრები რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ არის ოკუპირებული და ყველაზე ხშირად სწორედ კირბალის მაცხოვრებლებს აკავებენ.
„უკვე წლებია ასევე ლომისის წმინდა გიორგის სალოცავში აღარ გვიშვებენ. არადა ეს ეკლესია ჩვენი თანასოფლელების მიერ არის აღდგენილი და იქ წლების განმავლობაში უპრობლემოდ დავდიოდით. გვემუქრებიან, რომ თუ ან ამ ეკლესიის კარებს მოვხსნით, ან სალოცავში შევალთ, დაგვაკავებენ. ამიტომ ვერიდებით ხოლმე ასვლას“, - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი „რეზონანსთან“
სოფლის კიდევ ერთი მცხოვრები აცხადებს, რომ ადგილობრივებს რუსები მათ საკუთარ ნაკვეთებსა და ტყეში უთვალთვალებენ. ნებისმიერ ადგილას შეუძლიათ მათი დაკავება და შარის მოდება, რომ ეს მათ მიერ კონტროლირებადი ტერიტორიაა.
„ძალიან რთულ პირობებში ვცხოვრობთ. მუდმივად გვიხდება იმის გათვალისწინება, რომ სადმე ისეთ ადგილას არ მოვხვდეთ, რომ დაკავების მიზეზი მივცეთ. თუმცა, ამასაც აღარ აქვს მნიშვნელობა, ნებისმიერ ადგილას შეუძლიათ დაგვიჭირონ - ტყეში, საკუთარ ადგილებში, თუ ეკლესიაში მისულები. წადი და ედავე, ამბობენ, რომ ეს ჩვენი ტერიტორია არ არის და ე.წ. საზღვარი დავარღვიეთ. რა უნდა ქნა? ახლა კიდევ სოფელში ერთი ეკლესია გვქონდა დარჩენილი და იქაც კარი აგვიჭედეს“, - ამბობს სოფლის მცხოვრები „რეზონანსთან“.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე