რეზონანსი
(29.08.2023)

ზაზა მესხის დაღუპვა დნმ-ის ანალიზით დადასტურდა. ინფორმაციას ზაზა მესხის ოჯახის წევრი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

"დნმ" ანალიზმა დაადასტურა ზაზას ცხედარი. პატარა ბიჭი ზაზას ცხედართან ერთად ჩვენ არ გვეკუთვნის. დარჩენილია 2 პიროვნება და ეს ჩვენი 2 ბიჭია. ისინი ჯერ კიდევ იძებნება - ისინი ცელქები დახტუნავენ სადღაც ტყეში - ტყეში ჩვენს გულებში, - წერს რაფაელ გოგიტიძე.

ზაზა მესხი რაჭაში ოჯახთან - ცოლთან და სამ შვილთან ერთად ისვენებდა. შოვში სტიქიის ზონაში მაშველებმა მისი ცოლის, ალინა პოლიკოვსკასა და უფროსი შვილის ცხედრები იპოვეს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე