
"შეიძლება უცებ ქოცებმა გვითხრან, სტატუსი ვერ მივიღეთ, მაგრამ სამაგიეროდ აფხაზეთის და სამაჩაბლოს არაღიარებას მივაღწიეთ, რაც სრული ტყუილი და რუსული პროპაგანდაა", - ამის შესახებ "მთავარი არხის" დამფუძნებელი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს.
გია ვოლსკი: რუსეთისთვის საქართველოს ტერიტორიები არის სტრატეგიული მნიშვნელობის, ამ რეალობაში სწორად მოქცევაა საჭირო და არა რაღაც ბრტყელ-ბრტყელი განცხადებები.
შეიძლება უცებ აღმოვაჩინოთ, რომ "სწორად მოქცევად" ქოცები ნეიტრალიტეტს, ნატოსგან დისტანცირებას და ევროინტეგრაციული პროცესების გაყინვას შემოგვასაღებენ.
მაგალითად, მას მერე, რაც სტატუსის ამბავს ჩააგდებენ (და ყველაფერს შვრებიან და იზამენ ამისთვის), შეიძლება უცებ ქოცებმა გვითხრან, რომ სტატუსი ვერ მივიღეთ, მაგრამ სამაგიეროდ აფხაზეთის და სამაჩაბლოს არაღიარებას მივაღწიეთ და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის პერსპექტივა შევინარჩუნეთო. რაც ცხადია სრული ტყუილი და რუსული პროპაგანდაა, ზუსტად ამიტომ გაააქტიურეს ეს ნარატივი ამ წინასასტატუსო პერიოდში და გამოსაძრომს უმზადებენ ქოცებს.
ჩემს სტატუსზე სულელურ კომენტარებს, ურჩევნიათ, ამაზე გააკეთოთ მკაფიო განცხადება. არ უნდა ამას "ბრტყელ-ბრტყელი" და ქვეშიდან გამოძრომები., - წერს ნიკა გვარამია.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



