რეზონანსი
(28.08.2023)

თურქეთის მმართველი "სამართლიანობისა და განვითარების პარტიის" სპიკერმა, ომერ ჩელიკმა განაცხადა, რომ თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი მალე ეწვევა რუსეთს, რათა განიხილოს მარცვლეულის შეთანხმება. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

თურქეთის მმართველ პარტიაში აღნიშნეს, რომ ერდოღანი მალე სოჭს ეწვევა, თუმცა არ დაუკონკრეტებიათ შეხვდება თუ არა ის რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს.

"ამ ვიზიტის შემდეგ შესაძლოა დადგეს [ახალი] მოვლენები და ახალი ეტაპები მარცვლეულის გარიგებასთან დაკავშირებით", - განუცხადა ომერ ჩელიკმა ჟურნალისტებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე