რეზონანსი
(28.08.2023)

მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე სოციალურ ქსელში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს:

„29 აგვისტოს, მხოლოდ ერთი დღით, საქართველოში მოსალოდნელია ამინდის მნიშვნელოვანი გაუარესება, იქნება წვიმა, ზოგან ძლიერი!

არსებული მშრალი და დროის მოკლე შუალედში მოსალოდნელი უხვი ნალექის გათვალისწინებით, საჭიროა სიფრთხილე გამოიჩინოთ ისეთ ნეგატიურ სიტუაციებთან, როგორიცაა - წყალდიდობა, ელჭექი, ტრანსპორტის შეფერხება, ძლიერი ქარი ნალექების დროს და ადგილობრივი სეტყვა",-წერს ფარტენაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე