რეზონანსი
(28.08.2023)

უკრაინის პრეზიდენმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტელემარათონის ფარგლებში ჟურნალისტის ნატალია მოსეიჩუკთან ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთთან ომში უკრაინის გამარჯვება საქართველოსა და მოლდოვის ტერიტორიული მთლინობის აღდგენაში შეიტანს წვლილს.

„მიმაჩნია, რომ უკრაინის გამარჯვება დასვამს წერტილს. ძალიან გამიხარდება ამ სახელმწიფოების (ბელარუსი, საქართველო, მოლდოვა) ხალხების გამო. უკრაინის გამარჯვება პოლიტიკური გადაწყვეტილებების შესაძლებლობას შექმნის, შექმნის დემოკრატიას და საქართველოსა და მოლდოვას ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას შეუწყობს ხელს", - განაცხადა ზელენსკიმ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე