რეზონანსი
(28.08.2023)

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მრევლს მარიამობა მიულოცა.
ილია მეორე სიონში საზეიმო წირვას დაესწრო, რის შემდეგაც მრევლს მიმართა.
„გილოცავთ მარიამობას. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა გადაგაფაროთ თავისი კალთა თქვენ და საქართველოს. ჩვენთან არს ღმერთი", - განაცხადა პატრიარქმა.
28 აგვისტოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ღვთისმშობლის მიძინებას, მარიამობას აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით, ყველა მოქმედ ეკლესია-მონასტერში საზეიმო ღვთისმსახურება აღესრულება.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



