რეზონანსი
(27.08.2023)

ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე მაღაზიათა ქსელ "ჯიბეს" საწყობში ხანძარი გაჩნდა. თვითმხილველების თქმით, ადგილზე მათ აფეთქების ხმაც გაიგონეს.

პერიმეტრზე ამ დროისთვის ძლიერი დაკვამლიანებაა, ადგილზე კი სახანძრო-სამაშველო სამსახურები მუშაობენ.

"აფეთქების ხმა მოგვესმა, არ ვიცი რამდენად უკავშირდება ხანძარს, თუმცა გარეთ რომ გავიხედეთ, ძლიერი კვამლი იყო, როგორც ვხედავ ცეცხლი "ჯიბეს" საწყობშია", - თქვა ერთ-ერთმა თვითმხილველმა.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე