რეზონანსი
(27.08.2023)

კიევის ოლქის ერთ-ერთ რაიონში ჩამოგდებული ფრთოსანი რაკეტების ფრაგმენტების ჩამოვარდნის შედეგად 10 კერძო სახლი დაზიანდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია კიევის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, რუსლან კრავჩენკოზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ამასთან, დაზიანდა ორი ავტომობილი და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შესანახი ანგარი", - განაცხადა კრავჩენკომ.

მისი თქმით, წუხელ რუსულმა ძალებმა კიევის ოლქზე კიდევ ერთი სარაკეტო შეტევა განახორციელეს. საჰაერო განგაში თითქმის 3 საათს გაგრძელდა.

„უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალების პროფესიონალური მუშაობის წყალობით, კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმები არ მომხდარა", - აღნიშნა კიევის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე