რეზონანსი
(26.08.2023)

თეა წულუკიანმა საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულ ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი მატჩის მოგება მიულოცა. კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი კაბო ვერდესთან შეხვედრას პირადად დაესწრო.

„პირველი მატჩი გამარჯვებით დასრულდა. იმისათვის, რომ დღევანდელი დღე დამდგარიყო და ყველას ერთად გვეზეიმა ეს გამარჯვება იაპონიაში, საქართველოში, თუ ყველა იმ ქვეყანაში, სადაც ჩვენი ქვეყნისა და ნაკრების გულშემატკივრები ეკრანთან ისხდნენ და ელოდებოდნენ მატჩის დასასრულს, ამისათვის ქართულმა კალათბურთმა თანამედროვეობის ბოლო წლებში საკმაოდ გრძელი გზა განვლო სახელმწიფოსა და ჩვენი ეროვნული ფედერაციის ხელშეწყობით. ამიტომაც, პირველ რიგში ჩვენი ეროვნული ნაკრების წევრებს, ვინც დიდი შრომა გასწია დღევანდელი გამარჯვებისთვის. სიმბოლურიც არის, რომ პირველი მატჩი იყოს გამარჯვების მატჩი, რომელიც გზას გაუხსნის მომდევნო გამარჯვებებს. ჩვენ ვრჩებით აქ, რომ იაპონიაში ვუგულშემატკივროთ ჩვენს შესანიშნავ სპორტსმენებს და საქართველოს აქედან მივულოცოთ მომავალი წარმატებები და იმედი მაქვს, დიდი გამარჯვებებიც", - განაცხადა მინისტრმა.საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა. ქართული კალათბურთისთვის ისტორიულ მატჩში ილიას ზუროსის გუნდმა კაბო ვერდეს სძლია - 85:60.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე