
რუსეთში ბენზინის ფასმა რეკორდულად მოიმატა. რუსული მედია წერს, რომ AI-95 ბენზინის ფასმა ზედიზედ მეორე დღეა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია და ტონაზე 71,6 ათასი რუბლი (755.5$) შეადგინა.
საწვავის გაცვლითი ფასი 1,05%-ით მეტია, ვიდრე 23 აგვისტოს, როდესაც ტონა AI-95 71 ათას რუბლზე ოდნავ ნაკლები ფასად იყიდებოდა. ამასთან, 24 აგვისტოს აუქციონებზე AI-92 ბენზინის ფასი 0,1%-ით დაეცა და ტონაზე 63 000 BRL-ს შეადგენდა. ოდნავ - 0,2%-ით დაეცა დიზელის საწვავის ფასიც და ტონაზე 66,3 ათასი რუბლი გახდა.
AI-95-ის ფასებმა 70000 რუბლს გადააჭარბა რუსეთის ბევრ რეგიონში ბენზინისა და დიზელის საწვავის დეფიციტის ფონზე. მიწოდების შეფერხებები დაფიქსირდა ასტრახანში, სარატოვში, სამარაში, რიაზანში, როსტოვში, ნოვოსიბირსკში, ვოლგოგრადში, კალმიკიაში, ხაბაროვსკში და ყირიმში. საწვავის დეფიციტს რუსეთში ნავთობგადასამუშავებელ ქარხნებში მიმდინარე რემონტს და რკინიგზის გადატვირთვას უკავშირებენ
რუსეთის ენერგეტიკის სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსულ გადამამუშავებელ ქარხნებში ბენზინისა და დიზელის საწვავის წარმოების დონე საკმარისია და სამხრეთ რეგიონებში საწვავის მიწოდების რიტმი სპეციალური კონტროლის ქვეშ იმყოფება.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში საავტომობილო საწვავის მთლიან იმპორტში რუსეთს 60% უკავია.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



