რეზონანსი
(26.08.2023)

საპენსიო დანაზოგის ყველა ბენეფიციარი, 6 სექტემბრის ნაცვლად, დაბალრისკიან პორტფელში 2028 წლის იანვრამდე ავტომატურად დარჩება. მმართველი გუნდის წევრების განცხადებით, რაიმე საფრთხე ან ცვლილება, რაც შეიძლება საპენსიო ფონდის ბენეფიციარებს დაემუქროთ - არ არსებობს:

„ჯერ კიდევ წინა საგაზაფხულო სესიაზე იყო მიღებული გადაწყვეტილება, რომ ეს ვადა გადავადდეს 2028 წლამდე, ამიტომ, ყველა საპენსიო დანაზოგი დარჩება დაბალრისკიანში, მხოლოდ პერსონალური გადაწყვეტილების საფუძველზე შენატანის მფლობელს ექნება უფლება თავისი გადაწყვეტილების შესაბამისად შეცვალოს დაბალრისკიანიდან საშუალო, ან მაღალრისკიანში. ასე რომ ამ მხრივ რაიმე საფრთხე ან ცვლილება რაც შეიძლება საპენსიო ფონდის ბენეფიციარებს შესაძლოა დაემუქროთ - არ არსებობს," - აცხადებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი.

შესაბამისი კანონპროექტი მეორე მოსმენით ჯანდაცვის კომიტეტმა 4 სექტემბერს უნდა განიხილოს. კანონპროექტის თანახმად, რომელიც პირველი მოსმენით უკვე მიღებულია, მომავალი 4 წელი, დაგროვებითი პენსიის არსებული მოდელი უცვლელი რჩება, თუმცა იმ ადამიანებს რომელთაც საკუთარი დანაზოგის საშუალებით მეტი სარგებლის მიღება სურთ, საშუალება ექნებათ სააგენტოში მიმართვის საფუძველზე თანხა მაღალრისკიან პორტფელში განათავსონ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე