რეზონანსი
(26.08.2023)

პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის მღვდელმთავრად კურთხევიდან მე-60 წლისთავს ეხმიანება.

„60 წელზე მეტია, ერთგულად და მთელი ძალისხმევით იღვწის მისი უწმინდესობა ჩვენი რწმენაში გაძლიერებისა და სულიერი სიმტკიცისათვის, ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების, ეკლესია-მონასტრების გადარჩენისა და აღდგენისათვის.

ვულოცავ ერის სულიერ მესაჭეს ამ მნიშვნელოვან თარიღს, ვუსურვებ ჯანმრთელობას, მხნეობას და დიდხანს სიცოცხლეს ქართველი ხალხის საიმედოდ", - წერს ოდიშარია Facebook-ზე.

26 აგვისტოს, მაქსიმე აღმსარებლის ხსენების დღეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს მღვდელმთავრად კურთხევის 60 წელი შეუსრულდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე