რეზონანსი
(26.08.2023)

გუშინ კელი დეგნანს გამოსამშვიდობებელი პრესკონფერენცია ჰქონდა. ვუსმენდი და პერიოდულად სულხან - საბა ორბელიანის იგავი, „მაოხრებელი გზირი" მახსენდებოდა, - წერს "ხალხის ძალის" წევრი, ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, გულდასაწყვეტია, რომ კელი დეგნანი მანიპულაციური განცხადებებით ცდილობს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.

„გუშინ კელი დეგნანს გამოსამშვიდობებელი პრესკონფერენცია ჰქონდა. ვუსმენდი და პერიოდულად სულხან - საბა ორბელიანის იგავი, „მაოხრებელი გზირი" მახსენდებოდა.

მისი საუბრის ანალიზს არ ვაპირებ, ერთ პასაჟზე მინდა გავამახვილო თქვენი ყურადღება. დეგნანი ამბობს, რომ საქართველოში ჩატარებული არჩევნებისთვის ეუთო/ოდირს „სამართლიანი" არ უწოდებია. ვერ მოედავები, მაგრამ ძაღლის თავი იცით სად არის დამარხული? უკვე წლებია ეუთო/ოდირი მსგავს ტერმინოლოგიას შეფასებებში აღარ იყენებს და არც აშშ-ს არჩევნებზე დაუწერია მსგავსი რამ. ძალიან გულდასაწყვეტია, რომ სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის აწ უკვე ყოფილი ელჩი მსგავსი მანიპულაციური განცხადებებით ცდილობს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. გულდასაწყვეტია..." - წერს ქადაგიძე Facebook-ზე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე