
კონსტანტინე მელაძემ კვლავ გასაყიდად გამოიტანა თავისი სახლი, რომელიც მოსკოვში რუბლოვკაზე კოტეჯების ელიტურ დასახლებაში მდებარეობს.
ამჯერად გამყიდველი მისი დედაა, ალბათ, იმისათვის, რომ მელაძეს მოსკოვში დაბრუნება არ მოუწიოს. სახლის ფასი 50 მილიონით არის გაზრდილი და ღირებულება 350 მილიონს შეადგენს.
პირველად ქართველ-უკრაინელმა კომპოზიტორმა მეუღლესთან ვერა ბრეჟნევასთან ერთად სახლის გაყიდვა თებერვალში სცადა 300 მილიონ რუბლად. გასაყიდად გამოტანილი იყო 700 კვადრატი საცხოვრებელი ფართი, 36 მეასედი მიწის ნაკვეთი, აბანო, სპორტული დარბაზი, ღუმელი და იტალიიდან ჩამოტანილი ხელნაკეთი ავეჯი. განცხადებამ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია და იგი მალევე გაქრა.
ამჯერად, განცხადება გაყიდვის შესახებ კვლავ აქტუალურია, ხოლო გამყიდველი მოკრძალებული პენსიონერი, მელაძის დედაა.




სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



