რეზონანსი
(25.08.2023)

შეერთებული შტატების ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 2021 წლის 8 იანვრის შემდეგ, სოციალურ ქსელში X (ყოფილი ტვიტერი) პირველად გამოაქვეყნა პოსტი. მან ფულტონის ციხეში გადაღებული ე.წ. მაგშოთი განათავსა.
ტრამპმა პატიმრობაში მხოლოდ 20 წუთი გაატარა, რადგან ადვოკატებისა და პროკურატურის შეთანხმების თანახმად, მან გირავნობის სახით 200 ათასი აშშ დოლარი შეიტანა.
„არჩევნებში ჩარევა. არასდროს დანებდე!“ - ნათქვამია პუბლიკაციაში.
მისი ეს პუბლიკაცია უკვე 62 მილიონზე მეტმა მიმხმარებელმა ნახა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



