რეზონანსი
(24.08.2023)

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თავის მტრებს ველური ცხოველები უწოდა. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული მედია ავრცელებს.
ტელეკომპანია Fox News-ის ყოფილი წამყვანის, ტაკერ კარლსონის კითხვაზე - გეშინიათ თუ არა იმის, რომ თქვენს მოკვლას შეეცდებიან? - აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა უპასუხა:
ისინი ველური ცხოველები არიან. ისინი ავადმყოფები არიან.
დონალდ ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ მისი ოპონენტები 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მოპარვას შეეცდებიან.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



