რეზონანსი
(24.08.2023)

თბილისში უკრაინის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მსვლელობა მიმდინარეობს. ის ჭავჭავაძის ქუჩიდან დაიწყო. მასში მონაწილეობენ როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მოქალაქეები.
უკრაინის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი სოლიდარობის აქცია გაიმართა ქუთაისშიც, სადაც ოპოციციური სპექტრი, სამოქალაქო აქტივისტები და ქუთაისში მყოფი უკრაინელები აღმაშენებლის ძეგლთან შეიკრიბნენ და ქალაქში ავტომობილებით მსვლელობა გამართეს.
მოგვიანებით კი თეთრ ხიდთან აქცია-პერფორმანსი გაიმართა. შესრულდა საქართველოს და უკრაინის ჰიმნები. ადგილზე სიმბოლურად უკრაინის დროშის ფერების კვამლი გაუშვეს.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



