რეზონანსი
(24.08.2023)

თბილისში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის გამო, ჭავჭავაძის გამზირზე მოძრაობა ორივე მიმართულებით გადატვირთულია. ინფორმაციას ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო სოციალურ ქსელში ავრცელებს.
"ავტოსაგზაო შემთხვევაა ჭავჭავაძე - ყიფშიძის კვეთის მიმდებარედ თამარაშვილის მიმართულებით. იტვირთება მოძრაობა ჭავჭავაძეზე ორივე მიმართულებით", - წერს სააგენტო.
ამ დროისთვის დამატებითი დეტალები უცნობია.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



