რეზონანსი
(24.08.2023)

აღმაშენებლის გამზირზე კაფე-ბარების უნებართვოდ მიწყობილი გარე სივრცეების დემონტაჟი დაიწყო.

რკინის კონსტრუქციებს მთელი დღის განმავლობაში კაფე-ბარების მფლობელები შლიან. ადგილობრივი მოსახლეობის განცხადებით, წლების განმავლობაში გარე კონსტრუქციები ფეხით სავალ ნაწილზე იყო მოწყობილი, რის გამოც გადაადგილება უჭირდათ. დადგენილი ნორმების დარღვევის გამო, ახალ აღმაშენებელზე სასწრაფო და სახანძრო დახმარების ავტომობილები საჭიროების შემთხვევაში ვეღარ მოძრაობდნენ.

თბილისის მერმა, ბიზნეს-სექტორს ღია სივრცის გარკვეული ნაწილის ათვისების ნებართვების თაობაზე ვადა, 24 აგვისტოს ჩათვლით მისცა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე