რეზონანსი
(24.08.2023)

სამძებრო სამუშაოები გუმათჰესის ტერიტორიამდე გავაფართოვეთ. გუმათჰესის დაგუბებაში ნავით ვაკეთებთ შემოვლებს. ამ პერიმეტრის მანძილზე მიმდინარეობს ფეხით, ნავებითა და ასევე კინოლოგების დახმარებით ძებნა-შველის ღონისძიება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა განუცხადა.

„ზოგიერთ მონაკვეთში მდინარის კალაპოტები შეცვლილია. მინდა გითხრათ, რომ კალაპოტებში ძალიან ბევრი პირადი, საყოფაცხოვრებო ნივთები, პირადობის მოწმობები, ძვირფასეულობა არის ნანახი. ამიტომ, არის ალბათობა, რომ მდინარის კალაპოტებში კიდევ ვნახოთ დაკარგულები", - აღნიშნა თემურ მღებრიშვილმა.

რაჭაში, შოვში მჟავე წყლებთან მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე