რეზონანსი
(24.08.2023)

საქართველოს პრეზიდენტმა უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მიმართვა გაავრცელა და უკრაინის პრეზიდენტსა და უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.

"ძვირფასო ბატონო პრეზიდენტო, ძვირფასო უკრაინელო მეგობრებო საქართველო თქვენთან არის დამოუკიდებლობის დღეს. საქართველოს სურს თქვენთან ერთად აღნიშნოს თქვენი დამოუკიდებლობა, რომლისთვისაც თქვენ ასე მამაცურად იბრძვით უკვე წელიწად-ნახევარია. ჩვენ თქვენთან ვიქნებით თქვენი გამარჯვების დღეს. დამოუკიდებლობის დღეს გილოცავთ", - თქვა სალომე ზურაბიშვილმა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე