რეზონანსი
(23.08.2023)

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ქვალონთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად რამდენიმე პირი დაშავდა, მათ შორის არიან ბავშვები.
თვითმხილველის ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მოძრავი მსუბუქი ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ბოძს შეეჯახა.
შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი , ორი ქალი და ოთხი მოზარდი დაშავდა. ისინი სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანებებით კლინიკაში გადაიყვანეს.
ექიმების ინფორმაციით, ერთ-ერთი დაშავებულის, 35 წლამდე ქალის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. შემთხვევის ადგილზე პოლიცია იმყოფება.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



