რეზონანსი
(23.08.2023)

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი „ნაცმოძრაობის" წევრის, გიორგი ბოტკოველის განცხადებებს გამოეხმაურა, რომლის თქმითაც, კახეთში წელს მინიმუმ ოჯახების 50% რთველს ვერ ჩაატარებს, ვინაიდან მოსავალი მთლიანად განადგურებულია.

„ნაცები სეზონიდან სეზონამდე აცდენილები არიან თავიანთ გზავნილებს, ხან წინააღმდეგები არიან, სახელმწიფომ რთველის დროს მევენახეებს დახმარება გაუწიოს, დღეს არჩევნები ახლოვდება, გულის მოგება უნდათ და იდეა წამოაყენეს, რომელიც გაზომვადი არაა. ხელისუფლებას უკვე აქვს თავისი პოლიტიკა, არც ერთი გლეხი ყურადღების გარეშე არ რჩება - ყველას ეძლევა კომპენსაცია, სახელმწიფოს აგროდაზღვევის უნიკალური პროგრამა აქვს და სჯობს პროპაგანდა ამ პოლიტიკის გატარებას გაუწიონ. კარგად მიდის კახეთში ყველაფერი და ამით ახლა არეულობისა და შფოთის შეტანა უნდათ", - აცხადებს ქადაგიშვილი.

გიორგი ბოტკოველის თქმით, კახეთში წელს მინიმუმ ოჯახების 50% რთველს ვერ ჩაატარებს, ვინაიდან მოსავალი მთლიანად განადგურებულია. ის გამოდის ინიციატივით, რომ სუბსიდირებისთვის გამოყოფილი თანხა - 50 მლნ ლარი, მოხმარდეს დაზარალებულ მოსახლეობას, რათა შხამ-ქიმიკატებისთვის აღებული ვალი მაინც გაისტუმრონ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე