რეზონანსი
(23.08.2023)

რაჭა-ლეჩხუმის ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის, პაპუნა მარგველიძის ინფორმაციით, შოვშიმ ნაპოვნი 29 ცხედრიდან 27 იდენტიფიცირებულია. სტიქიის ზონაში სამძებრო-სამუშაოები გრძელდება.
"საძიებო სამუშაოების პერიმეტრი გაზრდილია ამბროლაურამდე. 29 დაკარგული მოქალაქის ცხედარია ნაპოვნი, 4 დაკარგულ მოქალაქეზე გრძელდება საძიებო სამუშაოები. ამოსვენებული 29 მოქალაქიდან 27-ის იდენტიფიცირება მოხდენილია და საძიებო სამუშაოები კვლავ გრძელდება. პერიოდულად ხდება მონიტორინგი მთებზე, მწვერვალებზე. 3 დღის წინაც განხორციელდა შემოფრენა მწვერვალების და მონიტორინგი და დღესაც ამ მიზნით არის ვერტმფრენი გაფრენილი სტიქიის ზონაში", - თქვა პაპუნა მარგველიძემ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



