რეზონანსი
(23.08.2023)

მინდია ლავასოღლი კიშინიოვში სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს. 

ეს მას შემდეგ მოხდა,  რაც მან  ბიზნესმენებს შორის საქმის გარჩევა დაასრულა და ერთი მილიონი ევრო, ნაღდი ფულის და ავტომობილების სახით მიიღო. ჩხრეკისას მოღებულია ფული და ძვირადღირებული ავტომობილები.

მოლდოვის გამოძიების ინფრომაციით, საქმე ორ ბიზნესმენს შორის ფინანსურ დავას ეხებოდა, რა დროსაც ერთ-ერთმა მხარემ დახმარება ქართველ "კანონიერ ქურდს" მინდია ლავასოღლის სთხოვა.

საქმეში დევს აუდიო ჩანაწერი, სადაც ისმის, როგორ ემუქრება მინდია გორაძე (ლავასოღლი) 45 წლის ბიზნესმენს ოჯახის ლიკვიდაციით.

საქართველოში მინდია გორაძის წინააღმდეგ საქმე 2 მუხლით არის აღძრული. ერთ საქმეზე მასზე შეფარდებული აქვს აღკვეთი ღონისძიება.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე