რეზონანსი
(23.08.2023)

ცოტა ხნის წინ, სროლის ხმა ისმოდა ბათუმში, ასათიანის ქუჩაზე, სადაც ცეცხლსასროლი იარაღით 3 ადამიანი, მამა და მისი 2 შვილი დაჭრეს.

არსებული ინფორმაციით, ისინი ერთ-ერთ სახელოსნოში მუშაობდნენ, სადაც დაპირისპირება საყოფაცხოვრებო ნიადაგზე დაიწყო. კონფლიქტის დროს, ერთ-ერთმა პირმა რამდენჯერმე გაისროლა. დაჭრილები ასათიანის ქუჩაზე მდებარე სახელოსნოს თანამშრომლები არიან.

„შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი პირი მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მო­ბი­ლით მო­ვარ­და, იყო ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბა, მა­ლე­ვე გა­ის­რო­ლა და მი­ი­მა­ლა. რო­გორც ვი­ცით დაჭ­რი­ლე­ბის სი­ცო­ცხლეს საფრ­თხე არ ემუქ­რე­ბა. ინ­ცინ­დენ­ტი ყო­ფით ნი­ა­დაგ­ზე მოხ­და. უფრო კონ­კრე­ტუ­ლად რა­ტომ ეს­რო­ლა არ ვი­ცით, დაჭ­რი­ლია მამა ორ შვილ­თან ერ­თად. ესე­ნი სა­ხე­ლოს­ნო­ში იყ­ვნენ", - ამ­ბო­ბენ ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი

სავარაუდო დამნაშავემ მიმალვა სცადა, თუმცა ის პოლიციამ ცხელ კვალზე მალევე დააკავა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე