რეზონანსი
(22.08.2023)

ბოლო ვიზიტების შედეგად უკრაინა თვითმფრინავებს, დამატებით ჯავშანტექნიკას მიიღებს და საჰაერო თავდაცვას გააძლიერებს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

„მოკლე ანგარიში ბოლო დღეების ჩვენი აქტიურობის შესახებ. ოთხი ვიზიტი: შვედეთი, ნიდერლანდები, დანია, საბერძნეთი. სამიტი უკრაინა-ბალკანეთი. სამიტის ფარგლებში მოლაპარაკებები ბულგარეთთან, სერბეთთან, ხორვატიასთან, მონტენეგროსთან, ჩრდილოეთ მაკედონიასთან, მოლდოვასთან, ევროკომისიის პრეზიდენტთან. სახლში ახალი პოლიტიკური მხარდაჭერით, ახალი შეთანხმებებით ვბრუნდებით", - განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ყველა აღნიშნულმა ქვეყანამ დაადასტურა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა.

გარდა ამისა, ზელენსკის თქმით, უკრაინა ახალ თვითმფრინავებს, დამატებით ჯავშანტექნიკას მიიღებს და საჰაერო თავდაცვას გააძლიერებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე