რეზონანსი
(22.08.2023)

22 აგვისტოს, დღის 4 საათზე 80 წლის ასაკში გარდაიცვალა ცნობილი იტალიელი კომპოზიტორი და მომღერალი ტოტო კუტუნიო. სააგენტო  კუტუნიო დიდხანს იყო ავად და ახლახან ის მილანში, სან-რაფაელეს საავადმყოფოში მოათავსეს.

მომღერალმა წარმატებას 1970-იანი წლების შუა პერიოდში მიაღჭია, როდესაც მისი სიმღერების შესრულება დაიწყო ფრანგული სცენის კორიფემ, ჯო დასენმა. კუტუნიოს ეკუთვნის ისეთი ჰიტები, როგორებიცაა „Et si tu n`existais pas“, „Salut“ და „L`Été indien“. ასევე კუტუნიოს სიმღერებს ასრულებდნენ სხვა ვარსკვლავები - ადრიანო ჩელენტანო, მირეი მატიე, დალიდა.

1980 წელს კუტუნიომ სან-რემოს კონკურსში გაიმარჯვა და შემდგომ წლებში არაერთხელ მოიპოვა საპრიზო ადგილები. სან-რემოს კონკურსი სსრკ-ში ტელევიზიითა და რადიოთი გადაიცემოდა და კუტუნიომ დიდი პოპულარობა მოიპოვა საბჭოთა მსმენელებში 1980-იან წლებში. მისი ჰიტები „L`italiano“ და „Serenata“ კარგად იყო ცნობილი საბჭოთა კავშირში. 2007 წლის 26 მაისს კუტუნიომ თბილისში  კონცერტი გამართა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე