რეზონანსი
(22.08.2023)

ბათუმში ცეცხლსასროლი იარაღით სამი ადამიანი დაჭრეს. შემთხვევა ცოტა ხნის წინ, ასათიანის ქუჩაზე ერთ-ერთ სახელოსნოსთან მოხდა.
დაჭრილია მამა და ორი შვილი, ისინი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა.
ადგილზე სამართალდამცავები არიან მობილიზებული. პირი, რომელიც ცეცხლსასროლი იარაღიდან ისროდა შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



