
ჯანდაცვის მინისტრმა კორონავირუსის ახალ შტამთან დაკავშირებით ისუბრა და ხაზი გაუსვა, რომ არ არის საჭირო ამ თემაზე ყურადღების გამახვილება. მან ყველას მოუწოდა, ნუ შეეცდებიან საზოგადოებაში დამატებითი სტრესის შემოტანას. მინისტრმა ახლანდელ კოვიდს „ერთი ჩვეულებრივი სეზონური ინფექცია“ უწოდა.
„როდესაც კოვიდპანდემია იყო ქვეყანაში და ასევე მსოფლიოში, იყო სხვადასხვა განსაკუთრებული რეჟიმი და ამ რეჟიმების მიხედვით მიდიოდა ჩვენი ცხოვრებაც. გასულ წელს, როდესაც ჯერ კიდევ ახალი მოსული ვიყავი სამინისტროში, მაშინვე აღვნიშნე, რომ კოვიდპანდემია დასასრულს უახლოვდებოდა და გადაიქცეოდა ერთ-ერთ ჩვეულებრივ სეზონურ ვირუსად. დიახ, დღეს ნამდვილად ნებისმიერი ქვეყანა მსოფლიოში ამას უყურებს როგორც ჩვეულებრივ სეზონურ ვირუსს, რომელიც არაერთია გავრცელებული ჩვენს ქვეყანაში, სხვა ქვეყნებშიც და არ არის არანაირი განგაშის, პანიკის საფუძველი და საერთოდ, ამაზე განსაკუთრებული ყურადღება, როგორც ასეთი აღარც უნდა მახვილდებოდეს. რაც იყო წლების წინ, წარსულს ჩაბარდა და მსგავსის გამეორების არანაირი საფუძველი დღეს არ იკვეთება“, - განაცხადა "იმედის" ეთერში მინისტრმა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



