
მისი თქმით, სააკაშვილს წინასაარჩევნო კამპანიის წამოწყებაში არც კანონმდებლობა უჭერს მხარს და არც ქართველი ხალხი.
„ჩვენ ვიცით, რომ კანონმდებლობით უცხო ქვეყნის მოქალაქის მონაწილეობა არჩევნებში არის აკრძალული. შესაძლოა, განცხადება გააკეთოს, თუმცა ვერავითარ კამპანიაში ვერ მიიღებს მონაწილეობას, რადგან ეს აკრძალული და დასჯადია. სამართლებრივი მხარეც კი კრძალავს იმას, რომ რაიმე ტიპის წინასაარჩევნო კამპანიაში მიიღოს მონაწილეობა პატიმარმა სააკაშვილმა, ან მისმა ნებისმიერმა წარმომადგენელმა მისი სახელით, მაგრამ ამასთან ერთად, პირველ რიგში, სათქმელია ის, რომ იგი პოლიტიკურად არის ანულირებული საქართველოს საზოგადოების, საერთაშორისო სასამართლოების, თუ მსოფლიო საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან. გამოჩნდა არაერთი ძალა, რომელმაც აღიარა, რომ პატიმარი სააკაშვილის პოლიტიკური ცხოვრება უკვე დასრულებულია", - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
მიხეილ სააკაშვილი წინასაარჩევნო კამპანიას იწყებს. კამპანიაში მსჯავრდებულის ჩართვა სოფო ჯაფარიძემ დააანონსა და სააკაშვილის სახელით მოსახლეობასთან შეხვედრებს ხვალიდან გამართავს.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



