რეზონანსი
(21.08.2023)

ბათუმში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი მგზავრებსა და მძღოლს დაუპირისპირდა.

არსებული ინფორმაციით, მამაკაცს ე.წ. სტარტოვკა ჰქონდა, რისი გასროლითაც იმუქრებოდა.

ადგილზე პოლიცია გამოიძახეს. როგორც „ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, მამაკაცი პოლიციის განყოფილებაშია გადაყვანილი.

მომხადართან დაკავშირებით გამოძიება 151-ე მუხლით დაიწყო, რაც მუქარას გულისხმობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე