რეზონანსი
(20.08.2023)

რუსული კოსმოსური ხომალდი Luna-25 მთვარეს შეეჯახა და განადგურდა, - ამის შესახებ ინფორმაციას reuters-ი რუსეთის კოსმოსურ სააგენტოზე დაყრდნობით ავრცელებს.
„როსკოსმოსის" განცხადებაში წერია, რომ აპარატი არაპროგნოზირებად ორბიტაზე გადავიდა და მთვარის ზედაპირთან შეჯახების შედეგად არსებობა შეწყვიტა. მისიის ჩაშლის მიზეზებს სპეციალური კომისია შეისწავლის.
Luna--25 მთვარეზე 11 აგვისტოს რუსეთის ამურის რეგიონიდან გაუშვეს. ბოლო 47 წლის განმავლობაში, ეს მთვარეზე რუსეთის პირველი მისია იყო.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



