რეზონანსი
(19.08.2023)

რუსების მიერ ჩერნიგოვის ცენტრის დაბომბვის შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 117-მდე გაიზარდა, გარდაცვლილია 7 პირი, - ამის შესახებ ინფორმაციას ჩერნიგოვის მერის მოვალეობის შემსრულებელი ალექსანდრ ლომაკო "ტელეგრამის" პირად გვერდზე ავრცელებს.

„15:25 საათის მდგომარეობით ჩერნიგოვის ცენტრზე ტერორისტების დარტყმის შედეგად დაშავდა 117 ადამიანი, მათგან 7 გარდაიცვალა," - წერს ლომაკო.

მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაციის ჩერნიგოვზე ტერორისტული დარტყმის გამო 19-21 აგვისტო გლოვის დღეებად არის გამოცხადებული.

შინაგან საქმეთა მინისტრის იგორ კლიმენკოს თქმით, დარტყმის დროს დაშავებულთა უმრავლესობა ეკლესიიდან ბრუნდებოდა, ავტოტრანსპორტში იმყოფებოდა ან გზას გადადიოდა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე