რეზონანსი
(18.08.2023)

ზუგდიდი-სენაკის ცენტრალურ მაგისტრალზე, ხამისკურის მონაკვეთზე ავარია მოხდა. სადისტრიბუციო მანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, ჯერ მსუბუქ მანქანას შეეჯახა, შემდეგ კი სამგზავრო მიკროავტობუსს. 

სენაკი-ზუგდიდის მიკროავტობუსს მგზავრები გადაჰყავდა. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარება, პოლიცია და სამაშველო სამსახური.

დაშავებულია 10-მდე პირი, მათ შორის მძღოლებიც. დაზარალებულები სასწრაფოს კლინიკებში გადაჰყავს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე